ფიზიკური დაპირისპირება ჭიათურის მერიაში - ნაცემია მეეზოვე

15.12.21 13:32
ფიზიკური დაპირისპირება  ჭიათურის მერიაში - ნაცემია მეეზოვე

ჭიათურის მერიაში ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. შემთხვევის შედეგად ნაცემია მეეზოვე. დასუფთავების სამსახურის ნაცემი  თანამშრომელი, მედეა მოდებაძე, ამბობს, რომ ის ჯერ სამსახურიდან გაუშვეს, ხოლო როცა საკითხის გარკვევას შეეცადა, მას ფიზიკურად გაუსწორდნენ. მედეა მოდებაძე ფიზიკურ ანგარიშსწორებაში ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელის, ლაშა  ტაბატაძის, მოადგილეს ადანაშაულებს. მოდებაძის თქმით, მისი გათავისუფლების მიზეზი შესაძლოა, მისი პოლიტიკური შეხედულებები იყოს. ის არ მალავს, რომ ოპოზიციის მხარდამჭერია. 

თუ არ გახვალ, ძალით გაგათრევო, მოსაცდელი კი არ არისო, დამავლო ხელი, გამომკრა ხელი, მე აღარ მახსოვს, დავცემულვარ, მომისროლა კარში", - ამბობს მედეა მოდებაძე.