არსად წასვლას არ ვაპირებ - დედა სოსანას მონასტერში ისევ არ უშვებენ

02.04.21 13:37
არსად წასვლას არ ვაპირებ - დედა სოსანას მონასტერში ისევ არ უშვებენ

დედა სოსანამ ჭყონდიდის ეპარქიის მონასტერში შესვლა ისევ სცადა, თუმცა მონაზონი არ შეუშვეს. დედა სოსანა ითხოვს, დროებით მონასტრის სასტუმროში ცხოვრების უფლება მისცენ. 

მე ვცადე ისევ შესვლა ჩემ მონასტერში,  ვალდებულება მაქვს, მონასტრის ქონება უნდა გადავაბარო პასუხისმგებელ პირს, მე ვარ კომისიის წევრი, ვერ გავანიავებინებ მონასტერში ავაზაკურად შემოჭრილ პირებს ქონებას, არსად წასვლას არ ვაპირებ, დაველოდები, შემდეგ მოვიფიქრებ, როგორ ვიცხოვრო და როგორ გადავირჩინო სული - ამბობს დედა სოსანა. 

შეგახსენებთ, რომ გუშინ ჭყონდიის ეპარქიაში თბილისიდან დაბრუნებული დედა სოსანა არ შეუშვეს. მიზეზად მეუფე სტეფანეს ბრძანება დაასახელეს. დედა სოსანას ღამის გათევა სხვა მონასტერში მოუწია. 

მსგავსი სიახლეები