"ქალი ყვიროდა, მკლავენ, მიშველოთო"- ვაზისუბნის დასახლებაში მომხდარი სასტიკი მკვლელობის დეტალები

15.12.21 15:16
"ქალი ყვიროდა, მკლავენ, მიშველოთო"-  ვაზისუბნის დასახლებაში მომხდარი სასტიკი მკვლელობის დეტალები

"ტვ პირველმა" ვაზისუბნის დასახლებაში მომხდარი სასტიკი მკვლელობის შესახებ ახალი დეტალები გაარკვია. 

"პირველების" მიერ მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, ერთ-ერთი ვერსიით, 40 წლამდე კაცს თავდაპირველად დაპირისპირება სიდედრთან მოუვიდა. ყელგამოჭრილი ქალის ცხედარი სამზარეულოში ოპოვეს. ცოლი აივანზე, ხოლო კაცის ცხედარი სააბაზანოში იპოვეს. 

ირკვევა ისიც, რომ მკვლელობის მომენტში გარდაცვლილების 12 წლის შვილი სკოლაში იმყოფებოდა. სახლში დაბრუნებულს კი საზარელი სურათი დახვდა და დასახმარებლად ბიძას დაურეკა. 

მეზობლები ამბობენ, რომ სიდედრი მეოთხე სართულიდან შველას ითხოვდა: "მიშველეთ, მკლავენო, სავარაუდოდ ამის შემდეგ, უკნიდან მიპარვია და დანა ყელში გამოუსვია"- აცხადებს "ტვ პირველთან" ერთ-ერთი მეზობელი.

ადგილზე გარდაცვლილების ახლობლები არიან შეკრებილები, თუმცა ისინი მედიასთან კომენტარს არ აკეთებენ. 

საზარელი მკვლელობა გუშინ მოხდა. გამოძიება სსკ-ის 11 პრიმა 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ განზრახ მკვლელობას ითვალისწინებს.

მსგავსი სიახლეები