არ ვაპირებთ ვუყუროთ როგორ არჩევს ივანიშვილი მორიგ მსხვერპლს - ელენე ხოშტარია
ქვეყანაში პოლიტიკური დევნის ახალ სეზონს, რომელიც საქალაქო სასამართლოში დაჩქარებული წესით მიმდინარეობს, "დროას" ლიდერი, ელენე ხოშტარია ეხმაინება. ხოშტარიას თქმით, ოპოზიცია გაჩუმებას და უმოქმედოდ ყოფნას არ აპირებს.
გვარამია, წერეთელი, "ლელოს" ლიდერები პირდაპირ არიან დაჩქარებული პოლიტიკური დევნის ქვეშ. ეს ახალი არ არის არცერთი ქართული პოლიტიკოსისთვის, არც ტელევიზიისთვის, მაგრამ ჩვენ, ოპოზიცია არ ვაპირებთ, რომ ვისხდეთ უბრალოდ და ვუყუროთ ამ პროცესს როგორ მორიგ მსხვერპლს არჩევს ბიძინა ივანიშვილი, - თქვა ხოშტარიამ.
უკვე ერთი საათია ოპოზიცია დახურულ კარს მიღმა შეხვედრას მართავს. მსჯელობის საკითხი ის სამოქმედო გეგმაა, რომელსაც ხელისუფლების ოპონენტები ტვ პირველის მფლობელის და ოპოზიციის ლიდერების დაკავების შემთხვევაში განახორციელებენ. პარტიები ერთობლივ განცხადებას დიდი ოპოზიციური შეხვედრის დასრულების შემდეგ გააკეთებენ.