ბრძოლა პოლიტიკური მართლმსაჯულების წინააღმდეგ - ოპოზიციის გეგმა ცნობილია
პერმანენტული შეხვედრები და შიდა და საერთაშორისო ზეწოლის გაძლიერება - პოლიტიკურ მართლმსაჯულებასთან საბრძოლველად ოპოზიციის სამოქმედო გეგმა ცნობილია. ოპოზიციური პარტიებს შორის შეხვედრა ცოტა ხნის წინ დასრულდა.
"დროას" ლიდერის განცხადებით, ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმეზე პოლიტიკური გადაწყვეტილება ოპოზიციის მხრიდან რეაგირების გარეშე არ ჩაივლის.
ვხედავთ ძალიან ცხადად, რომ მიმდინარეობს ხელოვნურად დაჩქარებული აბსოლუტურად პოლიტიზირებული პროცესები, რომელიც ჩვენი მოლოდინით მალე დასრულდება მორიგი დაკავებებით. ჩვენ შევთანხმდით ძალიან კონკრეტულ, კოორდინირებულ მოქმედებაზე როგორც საერთაშორისო ასევე ქვეყნის შიგნით რეაგირებაზე. თუ ვინმეს აქვს ილუზია, რომ ახალი წელი ან რაიმე სახის სხვა ბარიერებს გამოიყენებნ იმისთვის, რომ მშვიდად ჩაატარონ ეს პროცესი, ვაძლევთ გარანტიას, რომ ეს, არც რეაგირების გარეშე "ქართული ოცნებისთვის" არ ჩაივლის, - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.
ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმე დასკვნით ეტაპზეა. ბოლო სასამართლო სხდომა ხვალ გაიმართება. საქმის ფიგურანტები პოლიტიკური გადაწყვეტილების მოლოდინში არიან.