2 დღეში ზეთი 3 ლარით გაძვირდა, პურის ფქვილი 4 ლარით, ინფლაცია 7,2 %-ითაა გაზრდილი
ზეთის ფასმა ბოლო 2 დღეში 3 ლარით მოიმატა, ერთი ტომარა პურის ფქვილი 4 ლარით გაძვირდა, ფასებმა მოიმატეს ბურღულეულზე, შაქარზე - საქსტატის ინფორმაციით, ინფლაცია ქვეყანაში 7,2 %-ით გაიზარდა, რაც პროდუქტების ფასებს დაეტყო.
იმპორტიორი კომპანიები აცხადებენ, რომ ფასების ზრდა ლარის კურსის უკიდურესმა ვარდნამ გამოიწვია. სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ ფასები პროდუქტებზე კიდევ უფრო გაძვირდება.