პატარა ბიზნესი გავაკეთოთო, ვართ მოტყუებული - აშშ-ს მიერ სანქცირებული კომპანიის ხელმძღვანელი

17.12.21 15:17
პატარა ბიზნესი გავაკეთოთო, ვართ მოტყუებული - აშშ-ს მიერ სანქცირებული კომპანიის ხელმძღვანელი

შეერთებული შტატების მიერ სანქცირებული ქართული კომპანიების ხელმძღვანელები საგამოძიებო უწყებაში გამოკითხვაზე დაიბარეს. ერთ-ერთი კომპანიის მფლობელი, ნინო ჯულაყიძე, "პირველებთან" ამბობს, რომ მან კომპანია მხოლოდ დაარეგისტრირა, თუმცა შემდეგ ბიზნესთან შეხება აღარ ჰქონია. ჯულაყიძის თქმით, მან არ იცის, რას საქმიანობდნენ კომპანიები, რომელიც მის სახელზეა გაფორმებული. 

კომპიუტერული აქსესუარები უნდა ვიყიდოთო ჩინეთში, ირანში შევიტანოთო, პატარა ბიზნესი გავაკეთოთო ,ეს მითხრა შუამავალმა. ვართ მოტყუებული, გამხვიეს შარში", - ამბობს ჯულაყიძე. 

ცნობისთვის, შეერთებულმა შტატებმა ქართული კომპანიების კომუნისტურ ჩინეთთან და ირანთან უკანონო თანამშრომლობა გამოავლინა და სანქციები დაუწესა.