ქურდობა ქუთაისის დევნილების საცხოვრებელში - წაღებულია ტელევიზორი და საყოფაცხოვრებო ნივთები
ქუთაისში, ცოტნე დადიანის ქუჩაზე, დევნილების საცხოვრებელში ბინა გატეხეს. ადგილობრივების ინფორმაციით, ოჯახის წევრების სახლში არყოფნისას წაღებულია ტელევიზორი და საყოფაცხოვრებო ნივთები.
ადგილზე იმყოფებოდა პოლიცია. მომხდარზე გამოძიება ქურდობის მუხლით დაიწყო.