თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
ქსელში გადართვების გამო, დღეს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.
ისნის რაიონში, ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქეთევან დედოფლის გამზირის, გუთნის, ნიორაძის, ჩეხოვის, ივერიელის, ხახანაშვილის და წინანდლის ქუჩების მოსახლეობას.