ივანიშვილის ძმამ საკუთარ შვილს 200 ათასი დოლარი შესთავაზა, თუკი გვარზე უარს იტყოდა

19.12.21 00:23
ივანიშვილის ძმამ საკუთარ შვილს 200 ათასი დოლარი შესთავაზა, თუკი გვარზე უარს იტყოდა

სიღარიბისთვის გაწირული გოგონა მილიარდერის ოჯახიდან - ბიძინა ივანიშვილის ძმამ საკუთარ შვილს გვარზე უარის თქმის სანაცვლოდ 200 ათასი ამერიკული დოლარი შესთავაზა.

ოლიგარქ ივანიშვილის ღვიძლი ძმისშვილი, თეონა ივანიშვილი "შაბათის ეთერთან" უმძიმეს დეტალებზე საუბრიბს.  ალექსანდრე ივანიშვილის უფროსი ქალიშვილი ამბობს, რომ ღვიძლმა მამამ რუსეთის მთავრობის ანაბარა მიატოვა. 

ქალი ვლადიკავკაზში ცხოვრობს,  მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობა აქვს, თუმცა უსახსრობის გამო ექიმთან ვერ მიდის. 

მისი თქმით, ამის მიუხედავად საკუთარმა მამამ სასამართლოებში ატარა, თავდაპირველად აცხადებდა, რომ თეონა მისი შვილი არ იყო, თუმცა დნმ-მა საპირისპირო დაადასტურა. 

"ივანიშვილის შვილსა და შვილიშვილებს რუსეთის სახელმწიფო ინახავს"- ყვება ქალი, რომელიც თავს მტერი სახელწმიფოს მიერ გამოყიფილი სიციალური დახმარებით ირჩენს. 

თეონა "შაბათის ეთერს" უყვება, რომ მამის ვინაობა დედამ 2007 წელს გაუმხილა, დედა-და შვილი ალექსანდრე ივანიშვილის მოსაძებნად თბილისში ჩამოვიდა. ირკვევა, რომ ივანიშვილმა მაშინ ძმისშვილს თბილისში, დიღმის მასივში ბინა შეუძინა და ყოველთვიური დახმარება დაუნიშნა. 

ყურადღებას ვითხოვდი, წელიწადში ერთხელ მაინც დაერეკა და დაბადების დღე მოელოცა. მინდოდა მყოლოდა ადამიანი, ვისაც ვჭირდები!" - ამბობს ახალგაზრდა ქალი.

მისი თქმით, იმის გამო რომ მამა შვილად არ აღიარებდა, მთელი სისტემა დაუპირიპირდა. 

თავიდან დნმ-ს ითხოვდა, რომ დამტკიცდა სიმართლე, სანამ პირადობას ავიღებდი, მითხრა, 200 2000 $-ს მოგცემ და არ მიცნობ ად გიცნობო. მე უარი ვთქვი" - თქვა თეონა ივანიშვილმა. 

მისი თქმით, მას შემდეგ რაც სამხარაულის ექსპერტიზის ოფიციალური დასკვნით დადასტურდა, რომ ის ალექსანდრე ივანიშვილის ღვიძლია შვილია, ბიზნესმენი მამის ადვოკატმა უთხრა, რომ დასკვნა ვიღაცამ გააყალბა. ადვოკატების მუქარა ამით არ დასრულებულა, ახალგაზრდა ქალს უთხრეს, რომ ალექსანდრე ივანიშვილი კუთვნილ ქონებას სხვის სახელზე გადააფორმებდა და გვარის აღების შემთხვევაშიც კი თეონა ვერაფერს მიიღებდა.

რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილს, მისი თქმით, პირადად ბიძამისისგან მას ცუდი არაფერი ახსოვს, თუმცა მას სწორედ ოლიგარქის სახელით აშინებენ:

ღობეც კი არ მქონდა, ძალიან ღარიბულად გავიზარდე. ფულს რასაც მიხდიდა, ისევ ჩემს სახლში ჩავდე, რომ მეც ისეთივე სახლი მქონოდა როგორც სხვებს. ბიძაჩემზე ცუდს ნამდვილად ვერვ ვიტყვი, თუმცა მამაჩემის გარემოცვა სწორედ მისი სახელის გამოყენებით მაშინებს. აბუჩად მიგდებენ, მე და ჩემს ადვოკატებს გვამცირებდნენ"- აცხადებს ახალგაზრდა ქალი.