რა იქნება პატრიარქის ვერდიქტი - მამა ანდრია განკვეთის მოლოდინშია

02.04.21 17:46
რა იქნება პატრიარქის ვერდიქტი - მამა ანდრია განკვეთის მოლოდინშია

 მცხეთა-თბილისის მუდმივმოქმედმა ეპარქიულმა კომისიამ მამა ანდრია სარიას ეკლესიიდან განკვეთის გადაწყვეტილება მიიღო. როგორც საპატრიარქოს პრეს-სამსახურის ხელმძღვანელმა, ანდრია ჯაღმაიძემ,  განმარტა, ახლა საბოლოო სიტყვა საქართველოს პატრიარქს ეკუთვნის.  

ჭყონდიდის ეპარქიაში მოღვაწე მამა ანდრია სარიას, რომელსაც მღვდელმსახურება შეჩერებული ჰქონდა,  ეკლესიიდან განკვეთა ემუქრება. მამა ანდრია  ისეთ განცხადებებს აკეთებს, რაც შეურაცხჰყოფს ეკლესიასა და საპატრიარქოს. მას შენიშვნა მიეცა, შემდგომში მღვდელმსახურება შეუეჩერდა, კომისიამ გადაწყვეტილება მიიღო და დასკვნას გადასცემს პატრიარქს, რომელიც საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს - განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.

მამა ანდრია სარია მიიჩნევს, რომ დასჯა არ არის გამოსავალი და ამ გადაწყვეტილებით ვერ მოგვარდება საპატრიარქოში დაგროვილი პრობლემები, რასაც ის ამხელდა.

 ჩემი მწვავე განცხადებები სიახლე არ არის, ის არავის შეურაცხყოფას არ ისახბვს მიზნად, დასჯა გამოსავალი არ არის, პრობლემებზე უნდა ვისაუბროთ - ამბობს განკვეთის მოლოდინში მყოფი მამა ანდრია სარია.

ჭყონდიდის ეპარქიაში მოღვაწე მამა ანდრია სარიას კრიტიკული განცხადებების გამო საპატრიარქომ ჯერ შენიშვნა მისცა, შემდგომში კი მღვდელმსახურება შეუჩერა. 

მსგავსი სიახლეები