ხმაური მერიასთან - თხინვალას მოსახლეობა მიწის გასხვისებას აპროტესტებს

02.04.21 17:31
ხმაური მერიასთან - თხინვალას მოსახლეობა მიწის გასხვისებას აპროტესტებს

ხმაური დედაქალაქის მერიასთან - სოფელ თხინვალას მოსახლეობა ითხოვს, გაუქმდეს აუქციონი, რომლითაც სარეკრეაციო ზონა იყიდება. ადგილობრივების თქმით, სტადიონის ადგილას, 10 ათას კვადრატულ მეტრზე  თბილისის მერიას მრავალსართულიანი კორპუსის აშენებას გეგმავს.  აქციაზე მოსახლეობასთან ერთად სამოქალაქო აქტივისტებიც იყვნენ. ადგილზე მოსახლოებასა და მერიის წარმომადგენლებს შორის შელაპარაკება მოხდა.

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ თუ მერია მათ თხოვნას არ გაითვალისწინებს და ტერიტორიას გაასხვისებს, ისინი პერმანენტულ საპროტესტო აქციებს გამართავენ.