დაიცავი მოქალაქე! - რამაზ გერლიანის საქმეზე სუს-თან აქცია გაიმართება

21.12.21 16:44
დაიცავი მოქალაქე! - რამაზ გერლიანის საქმეზე სუს-თან აქცია გაიმართება

დაიცავი მოქალაქე! - რამაზ გერლიანის საქმეზე სუს-თან აქცია გაიმართება.  "გირჩი მეტი თავისუფლების" წევრები ლილუაშვილის უწყებასთან  22 დეკემბერს, 18:00 საათზე შეიკრიბებიან და სახელმწიფოს ქტიური მოქმედებისკენ მოუწოდებენ.

სამართალდამცველების ჩადენილი უსამართლობა ნორმაა უკვე ამ ქვეყანაში, არასოდეს გვყოლია პოლიცია, რომელიც მართლა ადამიანის უფლებებს დაიცავდა და არ იქნებოდა ინდივიდებთან ბრძოლის ინსტრუმენტი ხელისუფლების ხელში.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ამ მახინჯი სისტემის სახეა, იმ სისტემის, რომელიც ადამიანის ჩაგვრის მეტს არაფერს აკეთებს"- ნათქვამია განცხადებაში. 

ეკონომისტი რამაზ გერლიანი 19 დეკემბერს, გაუჩინარდა. 

,,ეკონომიკური ტრანსფორმაციის ცენტრის" პრეზიდენტის კვალი ავჭალის პოლიციასთან ქრება, ადგილზე აღმოაჩინეს გერლიანის კუთვნილი ავტომობილიც, რომელიც გუშინვე გაჩხრიკეს. მანქანაში იპოვეს წერილი, სადაც ,,ეკონომიკური ტრანსფორმაციის ცენტრის" პრეზიდენტი სათვალთვალო აპარატურის გახსნას ითხოვდა. 

გაუჩინარებამდე  ეკონომისტი პოლიციელ  გიორგი გოგნიაშვილს ტერორში ადანაშაულებდა.