რამაზ გერლიანი ცოცხალია - ეკონომისტი სურამში იპოვეს

22.12.21 08:16
რამაზ გერლიანი ცოცხალია - ეკონომისტი სურამში იპოვეს

3-დღიანი გაუჩინარების შემდეგ „ეკონომიკური ტრანსფორმაციის ცენტრის“ დირექტორი, რამაზ გერლიანი გამოჩნდა.

ექსპერტს პოლიცია გვიან ღამემდე კითხავდა. ეკონომისტის მტკიცებით, სამი დღის განმავლობაში სურამის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებოდა:

სურამში და ძირითადად სურამის ტყის მიმართულებით ვმოძრაობდი. მივეცი უკვე განმარტება და მანამდეც დავწერე, პოლიციელის მხრიდან ჩემ მიმართ უღირსი ქმედება იყო მიზეზი გაუჩინარების, რაც დროთა განმავლობაში დაგროვდა და მივედი ამ გადაწყვეტილებამდე",- თქვა გერლიანმა.

მისი თქმით,  „სიკვდილთან შეხვედრას“ აპირებდა, თუმცა, როგორც თავად ამბობს, პოლიციამ მიუსწრო

ვიყავი წასული, რადგან პოლიციელმა მომაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, ჩემს პირად საკუთრებაში მომიწყო ცრუ მოტივით დაკითხვა და ა.შ. ვაპირებდი სიკვდილთან შეხვედრას და მომისწრო პოლიციამ. ვარ ცუდად" - თქვა მან. 

ეკონომისტი რამაზ გერლიანი 19 დეკემბერს, გაუჩინარდა. 

,,ეკონომიკური ტრანსფორმაციის ცენტრის" პრეზიდენტის კვალი ავჭალის პოლიციასთან ქრება, ადგილზე აღმოაჩინეს გერლიანის კუთვნილი ავტომობილიც, რომელიც გუშინვე გაჩხრიკეს. მანქანაში იპოვეს წერილი, სადაც ,,ეკონომიკური ტრანსფორმაციის ცენტრის" პრეზიდენტი სათვალთვალო აპარატურის გახსნას ითხოვდა. 

გაუჩინარებამდე  ეკონომისტი პოლიციელ  გიორგი გოგნიაშვილს ტერორში ადანაშაულებდა.

 

მსგავსი სიახლეები