ძალიან განიცდის, სტრესულ მდგომარეობაშია - ორსული ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულის ადვოკატი დუმილს არღვევს
ფეხმძიმე ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულის ადვოკატმა დუმილი "პირველებთან" დაარღვია. ადვოკატი გოგა გზირიშვილს წინასწარი დაკავების იზოლატორში შეხვდა. ადვოკატის თქმით, გზირიშვილი მომხდარის გამო, მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში იმყოფება.
ჯერჯერობით საქმის მასალები არ გადმომცემია. შევხვდი მას, ძალიან განიცდის და სტრესულ მდგომარეობაში. ეს ყველაფერი მოხდა კონფლიქტის გამო, შეკამათდნენ და ჩხუბში გადაიზარდა. როდესაც მოხდა ეს შემთხვევა თვითონ გამოუძახა პოლიციას", - ამბობს ადვოკატი.
საზარელი მკვლელობა ვარკეთილის მესამე მიკრორაიონში გუშინ ღამე მოხდა. არსებული ინფორმაციით, 23 წლის გოგა გზირიშვილმა ხუთი თვის ორსული მეუღლე, 22 წლის ქეთა კეპულაძე, ერთი წლის შვილის თანდასწრებით მოკლა. გზირიშვილს ბრალს სავარაუდოდ დღეს წაუყენებენ. ახალგაზრდა ქალის, ქეთა კეპულაძის ცხედარი პროზექტურიდან წყალტუბოს რაიონის სოფელ ოფშკვითში, საკუთარ სახლში გადაასვენეს.