გარდაცვლილი ექთნის საქმე - ოჯახის ადვოკატი პოლიციაში დაიბარეს

03.04.21 13:26
გარდაცვლილი ექთნის საქმე - ოჯახის ადვოკატი პოლიციაში დაიბარეს

მეგი ბაქრაძის ადვოკატები მასალების გასაცნობად პოლიციაში დაიბარეს. ადვოკატები ამბობენ, რომ 10 დღეზე მეტია რაც მეგი ბაქრაძის საქმის მასალებზე წვდომა არ ჰქონდათ. მათ  მხოლოდ დღეს მისცეს საქმის მასალების ადგილზე  გაცნობის უფლება, თუმცა მათ საქმის მასალების სახლში წამოღებისა და უკეთ გაცნობის უფლება პროკურატურას არ მიუცია.

 გარდაცვლილი ექთნის ოჯახის ადვოკატებს გამოძიების მიმართ ბევრი შეკითხვა აქვთ.ადვოკატების ინტერესის საგანს წარმოადგენს რამდენად ჩატარდა ვაქცინაცია შესაბამისი პროტოკოლის მიხედვით. 

მთავარი კითხვა არის შეიძლებოდა თუ არა მეგი ბაქრაძის იმუნიზაცია. გაეწია თუ არა მეგი ბაქრაძეს დახმარება.ჰქონდა თუ არა კლინიკა" იმედს" შესაბამისი ინვენტარი, იყო თუ არა პერსონალი გადამზადებული, იყო თუ არა დაცული ვაქცინაციის პროტოკოლი", - ამბობს ადვოკატი.

 შეგახსენებთ, რომ 27 წლის ექთანი მეგი ბაქრაძე 19 მარტს AstraZeneca-ს ვაქცინაციის შემდეგ კომაში ჩავარდა.ის ახალციხის კლინიკიდან თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადმოიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.