ხმაური ნამახვანში - კომპანია "ენკამ" სამუშაოები გაანახლა

03.04.21 15:14
ხმაური ნამახვანში - კომპანია "ენკამ" სამუშაოები გაანახლა

 ხმაურია ნამახვანში. კომპანია "ენკამ"ადგილზე  სამუშაოები გაანახლა. რიონის მცველებისგან ტერიტორიას უპრეცედენტო რაოდენობით მობილიზებული პოლიცია იცავს.ადგილზე არ უშვებენ საპროტესტო აქციის მონაწილეებს. 160-დღიანი პროტესტის მონაწილეები ადგილზე პრემიერ-მინისტრის,ირაკლი ღარიბაშვილის ჩასვლას მოითხოვენ. 

"რიონის მცველებთან" "ენკას" ახალმა მენეჯერმა შეთანხმებას ვერ მიაღწია.  მერაბ ლომინაძე პროტესტის ადგილზე დღეს ჩავიდა. კომპანია "ენკას" დირექტორი ამბობს, რომ  კომპანია წინამოსამზადებელ სამუშაოებს განაგრძობს, თუმცა კაშხლის მშენებლობა კვლევის დასრულებამდე არ მოხდება.