AstraZeneca-ს არ იკეთებს ჩვენი მოსახლოება და რატომ ფიქრობენ, რომ ჩინურ ვაქცინაზე დადგება რიგები - ვატო სურგულაძე

03.04.21 16:39
AstraZeneca-ს არ იკეთებს ჩვენი მოსახლოება და რატომ ფიქრობენ, რომ ჩინურ ვაქცინაზე დადგება რიგები - ვატო სურგულაძე

ჯანდაცვის სფეროს ექსპერტი ვატო სურგულაძე ფოქრობს, რომ ჩინური ვაქცინა საქართველოს მოსახლეობაში ავტორიზაციის გავლის შემთხვევაშიც ნდობას ვერ მოიპოვებს.

ჩამოვიდა ვაქცინა მაგრამ რას ვუზამთ არ ვიცით. ჯანმოში მიმდინარეობს განხილვა რამდენად მისცემენ ავტორიზაცია არ არის ცნობილი. თუ არ მისცემენ ავტორიზაციას ერთადერთი გამოსავალია  მერე უნდა გავყიდოთ, ან სხვა ქვეყნებს გადავცეთ საჩუქრად. AstraZeneca-ს ევროპულ ვაქცინას არ იკეთებს ჩვენი მოსახლეობა და რატომ ფიქრობს ჩვენი ჯანდაცვა, რომ ჩინურ ვაქცინაზე დადგება რიგები," - ამბობს ვატო სურგულაძე. 

საქართველოში ჩინური ვაქცინის 100 ათასი დოზა დღეს დილით შემოვიდა. ვაქცინა 2 კვირის განმავლობაში დასაწყობდება და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაციას დაელოდება. ჯანდაცვის სამინისტროში არ აკონკრეტებენ, რას უზამენ ვაქცინას თუ ის ავტორიზაციას ვერ გაივლის. 

35 მკაცრი მარეგულირებლიდან 34-ს სინოფარმი ჯერ აღიარებული არ აქვს. სინოფრამმა ავტორიზაცია მხოლოდ უნგრეთის მარეგულირებლისგან მიიღო და სწორედ უნგრეთია ის ერთადერთი ევროპული ქვეყანა,სადაც ჩინური ვაქცინით მიმდინარეობს მოსახლეობის აცრა.

საქართველოში COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესი 15 მარტიდან დაიწყო. ქვეყანაში AstraZeneca-ს ვაქცინის პირველი პარტია 13 მარტს შემოვიდა, ხოლო 25 მარტს -  Pfizer-ის ვაქცინა. ვაქცინის გაკეთების შესაძლებლობა 55 წელს გადაცილებულ პირებს 5 აპრილიდან ექნებათ. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დღევანდელი მდგომარეობით, აცრილია 8 ათას 809 პირი,  ამათგან 6 893 AstraZeneca-თი, ხოლო  2016 ადამიანი კი Pfizer-ის ვაქცინით. 

მსგავსი სიახლეები