პოლიციელმა თმით ითრია ჩემი მეუღლე - გენრი დოლიძე

04.04.21 15:22
პოლიციელმა თმით ითრია ჩემი მეუღლე - გენრი დოლიძე

გუშინ ბათუმში "სირცხვილიას" ოფისთან დაკავებული გენრი დოლიძე სამართალდამცავებს მისი მეუღლის მიმართ განხორციელებულ ძალადობაში ადანაშაულებს. დოლიძის თქმით, მისი მეუღლე პილიციელმა თმით ითრია, მაშინ როცა ის კადრების გადაღებას ცდილობდა.

ჩემი მეუღლე, რომელიც ეწეოდა ჟურნალისტურ საქმიანობას, პოლიციელმა ითრია თმებით, ამის კადრები არსებობს. ამაზე მქონდა ადეკვატური რეაქცია, მოვთხოვე, გაეშვათ ხელი ჩემი მეუღლისთვის, ამის მერე დამაკავეს, ადვოკატთან ზარის უფლება არ მომცეს, მოხდა პოლიტიკური ანგარიშსწორება, მაქვს სისხლჩაქცევები," - ამბობს გენრი დოლიძე.

შეგახსენებთ, რომ   სამართალდამცველებმა აქტივისტები გასულ ღამეს დააკავეს. ბათუმში ,,სირცხვილიას" რეგიონულ ოფისთან პოლიცია გვიან ღამით მივიდა მაშინ, როცა იქ შეკრებილები კომენდანტის საათს აპროტესტებდნენ. "სირცხვილიას" ინფორმაციით, პოლიცია მათს ოფისში შეიჭრა და აქტივისტებს ფიზიკურად გაუსწორდა.