რუსეთმა სამშვიდობო ძალების ყაზახეთში გადასროლა დაიწყო
რუსეთმა სამშვიდობო ძალების ყაზახეთში გადასროლა დაიწყო, - ინფორმაციას სააგენტო "რია" ავრცელებს.
„ამ დროისათვის სამშვიდობო კონტინგენტის რუსული ნაწილის გადაყვანა ყაზახეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე რუსეთის საჰაერო კოსმოსური ძალების სამხედრო-სატრანსპორტო ავიაციის თვითმფრინავებით ხდება. სამხედრო ნაწილებმა უკვე დაიწყეს დაკისრებული ამოცანების შესრულება", - წერია ინფორმაციაში.
კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაცია ყაზახეთში ჯარებს აგზავნის. ორგანიზაციის მტკიცებით, ეს სამშვიდობო ძალებია, რომელიც ქვეყანაში მშვიდობის დასამყარებლად განთავსდება. კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციის შემადგენლობაში შედის რუსეთი. ყაზახეთის პრეზიდენტმა დახმარება სწორედ ამ ქვეყნებს სთხოვა. ორგანიზაციის თავმჯდომარის, სომხეთის პრეზიდენტის ნიკოლ პაშინიანის განცხადებით, გადაწყვეტილება უსაფრთხოების საბჭომ მიიღო და ჯარი ტერიტორიაზე დროებით განთავსდება. პაშინიანს არ დაუკონკრეტებია რამდენი ჯარისკაცი განთავსდება ყაზახეთში.