ვიცი, როგორც მოკვდა, დადონ დასკვნა, რა გაუკეთეს - ლაშქარავას დედა

07.01.22 13:05
ვიცი, როგორც მოკვდა, დადონ დასკვნა, რა გაუკეთეს - ლაშქარავას დედა

"ვიცი, როგორც მოკვდა" - ამის შესახებ გარდაცვლილი ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას, დედა, თინათინ კახიძე, საუბრობს. კახიძის  თქმით, მისთვის არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, რას დააასახელეს ხელისუფლება  სიკვდილის მიზეზად, თუმცა UNESCO-ს სია კიდევ ერთი დასტურია, რომ ლექსო ლაშქარავა მასზე განხორციელებული  ძალადობის შედეგად გარდაიცვალა.  კახიძე საგამოძიებო უწყებისგან მოითხოვს, დადონ დასკვნა, რა წამალი გაუკეთეს ლაშქარავას მას შემდეგ, რაც მან მძიმე დაზიანებები მიიღო. 

ისტორიას რომ არ ჩაეწერა, ძალიან კარგად ვიცი, რა იყო მიზეზი, დაუმტვრიეს ძვლები და ადამიანს არ გავდა, კარგად ვიცი, როგორც მოკვდა. რა გაუკეთეს, დადონ დასკვნა", - ამბობს თინათინ კახიძე "ტვ პირველთან".

UNESCO-მ "ტვ პირველის" გარდაცვლილი ოპერატორი 2021 წელს მოკლულ ჟურნალისტთა სიაში შეიყვანა.  მონაცემები ორგანიზაციის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ლაშქარავამ დაზიანებები 5 ივლისის ძალადობრივი მოვლენების დროს მიიღო.