UNESCO-მ ლექსო ლაშქარავა 2021 წელს მოკლული ჟურნალისტების სიაში შეიყვანა

07.01.22 11:41
UNESCO-მ ლექსო ლაშქარავა 2021 წელს მოკლული ჟურნალისტების სიაში შეიყვანა

UNESCO-მ "ტვ პირველის" გარდაცვლილი ოპერატორი 2021 წელს მოკლულ ჟურნალისტთა სიაში შეიყვანა.  მონაცემები ორგანიზაციის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ლაშქარავამ დაზიანებები 5 ივლისის ძალადობრივი მოვლენების დროს მიიღო.

ალექსანდრე ლაშქარავა მუშაობდა "ტვ პირველზე" და ის იყო მედიის 50 წარმომადგენელს შორის, რომლებმაც სერიოზული დაზიანებები მიიღეს 5 ივლისის ძალადობრივი მოვლენების დროს, როცა ლგბტქ აქტივისტებს თავს დაესხნენ თბილისში. ის 11 ივლისს სახლში გარდაიცვალა", - აღნიშნულია ინფორმაციაში. 

შეგახსენებთ, რომ ლექსო ლაშქარავა 5 ივლისუის მოვლენების დროს ჰომოფობიური და რადიკალური  ჯგუფების მხრიდან ძალადობის მსხვერპლი გახდა. მან მძიმე დაზიანებები მიიღო. თავდასხმიდან რამდენიმე დღეში, 11 ივლისს ლაშქარავა საკუთარ სახლში დედამ გარდაცვლილი იპოვა.

UNESCO-ს მონაცემების მიხედვით, 2021 წელს მსოლფიოში 55 ჟურნალისტი მოკლეს, ხოლო 1993 წლიდან მოკლულ ჟურნალისტთა რაოდენობა 1490-ს შეადგენს. 

მსგავსი სიახლეები