მკვლელობა იმერეთში - პოლიცია მოკლული ძმების ბიძაშვილს ეძებს

04.04.21 20:14
მკვლელობა იმერეთში - პოლიცია მოკლული ძმების ბიძაშვილს ეძებს

სასტიკი მკვლელობა სოფელ რიონში - მოკლულები არიან ძმები მამრიკიშვილები. 34 და 35 წლის ავთო და ალეკო მამრიკიშვილები სანადირო თოფით მოკლეს. სავარაუდო დამნაშავე კი მათი ბიძაშვილია. პოლიცია მას ამ დრომდე ეძებს. სოფელ რიონის შესასვლელი დღეს რამდენიმე საათის განმავლობაში გადაკეტილი იყო, ადგილზე არ უშვებდნენ არც ჟურნალისტებს.

სოფელ რიონში ამბობენ, რომ მკვლელობას წინ უძღოდა მათ შორის კონფლიქტი. თუმცა უცნობია, რა გახდა დაპირისპირების მიზეზი.

მომხდართან დაკავშირებით, გამოძიება სსკ-ს 109-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.