აფხაზეთიდან დევნილთა პროტესტი მწვავდება - ათეულობით ადამიანი დღეს შიმშილობას იწყებს
ჯანდაცვის სამინისტროში უშედეგოდ დასრულებული შეხვედრის შემდეგ აფხაზეთიდან დევნილები პროტესტის უკიდურეს ფორმაზე გადადიან. დღეს ათეულობით ადამიანი შიმშილობას დაიწყებს. ისინი სანატორიუმ "ქართლის" გვერდით მდებარე შენობაში განთავსდებიან, სადაც პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართავენ.
რას ვთხოულობთ ამისთანას? არაფერს, რომ დაგვაკმაყოფილონ ბინებით. გადაწყვეტილება გვაქვს მიღებული, აქვე მიმდებარე შენობა, ჩვენი კორპუსის გვერდითაა, გადავალთ. გვენგრევა თავზე შენობა, - ამბობს ერთ-ერთი დევნილი.
აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პითა პროტესტი მათი ავარიულ შენობაში შესახლებამ გამოიწვია. მათი თქმით, აღნიშნულ შენობაში ცხოვრება საფრთხის შემცველია.
დევნილები მთავრობას ალტერნატიული ფართებით დაკაყოფილებას სთხოვენ.