"ომიკრონის" უკონტროლო გავრცელება - რა სიმპტომები ახასიათებს ახალ შტამს

13.01.22 17:24
"ომიკრონის" უკონტროლო გავრცელება - რა სიმპტომები ახასიათებს ახალ შტამს

საქართველოში "ომიკრონის" შტამით ინფიცირებულთა რიცხვი ყოველდღიურად იზრდება, თუმცა ხშირ შემთხვევაში მისი დადასტურება ტესტის საშუალებით არ ხდება. 

ინფექციონისტები იმ მთავარ სიმპტომებს ასახელებენ, რომელიც "ომიკრონისთვისაა" დამახასიათებელი. 

ძირითადად აქვს ზემო სასუნთქი გზების სიმპტომები, სურდო, ყელის ტკივილი, საერთო სისუსტე, ნაკლებად ახასიათებს ტემპერატურა, ხველა შედარებით მსუბუქია, ვიდრე სხვა შტამებზე და ძალიან იშვიათია ყნოსვის და გემოს ცვლილება", - ამბობს ინფექციონისტები მაია ბუწაშვილი. 

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის ინფორმაციით, "ომიკრონის" 777 შემთხვევიდან 16% რეინფიცირებაა. გამყრელიძის თქმით, კვირის ბოლოს დადებითი შემთხვევების 60%-მდე ე.წ. "ომიკრონის" დადასტურებული შემთხვევები იქნება.  ექიმები მიიჩნევენ, რომ თუ PCR კვლევა მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის არ დაფინანსდება, "ომიკრონის" შტამი უკონტროლოდ გავრცელდება. ეპიდემიოლოგების თქმით, აუცილებელია, ჯანდაცვის სამინისტრომ ყოველდღიურად მეტი ადამიანი გატესტოს, რომ ვირუსის გავრცელება  შეაკავოს. 

საქართველოში ბოლო 24 საათში კოვიდ 19-ის  5 326   შემთხვევა გამოვლინდა. კორონავირუსით  გარდაიცვალა 48 ადამიანი,