სამედიცინო სექტორი კოლაფსის ზღვარზე - ექიმები კლინიკების გაჩერებას არ გამორიცხავენ
კორონავირუსის კრიტიკულად გაზრდილმა მაჩვენებელმა შესაძლოა, სამედიცინო კოლაფსი გამოიწვიოს.ციციშვილის ბავშვთა ახალი კლინიკის სამედიცინო დირექტორი, მაია ჩხაიძე არ გამორიცხავს, რომ კლინიკების დიდმა ნაწილმა უახლოეს მომავალში პაციენტების მიღება ვეღარ შეძლოს.
თუ სამედიცინო დაწესებულებაში ერთდროულად ბევრი თანამშრომელი დაავადდება კორონავირუსული ინფექციით, მაშინ უბრალოდ ადამიანური რესურსები აღარ ეყოფათ და ზოგიერთ განყოფილებას ან დაწესებულებას მოუწევს ალბათ გაჩერება. თუ ჰოსპიტალურ სექტორზე ზეწოლა მოხდა, საწოლფონდსაც და ყველაფერს აქვს ზღვარი, შეიძლება ვერ მიიღონ პაციენტები", - ამბობს მაია ჩხაიძე.
საქართველოში კორონავირუსის მაჩვენებლის რეკორდული რიცხვი დაფიქსირდა. ბოლო 24 საათში 8 728 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.