ნამოხვანში პროტესტის ორი კერა გაჩნდა

05.04.21 15:42
ნამოხვანში პროტესტის ორი კერა გაჩნდა

ნამოხვანში პროტესტის ორი კერა გაჩნდა. პირველი, სადაც კარვები აქვთ გაშლილი ხეობის მცველებს და მეორე, იმ ადგილას, სადაც პოლიცია დგას და ხალხს არ უშვებს. ადგილზე სამართალდამცველების უპრეცედენტო რაოდენობაა მობილიზებული. ხეობის ერთ-ერთი მცველი, ვარლამ გოლეთიანი ამბობს, რომ ხელისუფლების ინფორმაცია, რომ ჰესის მშენებლობა შეჩერდა, სინამდვილეს არ შეესაბამება. გარდა ამისა, პოლიცია არა მარტო პროტესტის მონაწილეებს, არამედ, ადგილობრივ მოსახლეობასაც არ ატარებს.

პრაქტიკულად პროცესი არ იცვლება, რა სამუშაოები 161 დღის წინ მიდიოდა, იგივე სამუშაოები გრძელდება. პოლიცია არ უშვებს ჩვენთან იმ ხალხს, ვისაც პროტესტის გამოხატვა უნდა, რა პრინციპით ხდება შერჩევა იმ ხალხის, ვისაც პოლიცია უშვებს, ვერ გავიგე.  არა მარტო იმ ხალხს არ უშვებენ ნამოხვანში, ვისაც პროტესტის გამოხატვა უნდა, არამედ, ადგილობრივ მაცხოვრებლებსაც, ვინც იქ ცხოვრობს. - ამბობს ხეობის მცველი, ვარლამ გოლეთიანი.

 

უკვე 162 დღე გავიდა, რაც რიონის ხეობის მცველები ნამოხვანჰესის მშენებლობას აპროტესტებენ