თუ პრეტენზიები დასაბუთებული იქნება, პროექტი შეიცვლება - ნათია თურნავა ნამოხვანჰესზე

05.03.21 17:46
თუ პრეტენზიები დასაბუთებული იქნება, პროექტი შეიცვლება - ნათია თურნავა ნამოხვანჰესზე


131 დღიანი პროტესტის შემდეგ მინისტრები მხოლოდ ახლა დაინტერესდნენ ხეობის მცველების პრობლემით. ეკონომიკის მინისტრი, ნათია თურნავა და ლევან დავითაშვილი, რომლებიც ირაკლი ღარიბაშვილმა საკითხის შესაწავლად რიონის ხეობაში მიავლინა, ჰესის მშენებლობის ადგილზე ჩავიდნენ. ადგილობრივი აქტივისტები ამ სოფელში ნამახვანჰესს უკვე 131 დღეა, იცავენ და კარვებში ღამეს ათევენ. 

შეხვედრისას ხეობის მცველებმა პრეტენზია განაცხადეს იმასთან დაკავშირებით, რომ ხელისუფლება ყურადღებას არ აქცევს ადგილობრივ მაცხოვრებლებს, რომ ცაგერის რეგიონს ეკოლოგიური კატასტროფა ემუქრება. ეკონომიკის მინისტრი შეხვედრის მონაწილეებს დაჰპირდა, რომ ადგილზე ექსპერტებთან ერთად ჩავა და თუ დასაბუთებული იქნება პრეტენზიები და პრობლემები, შესაძლოა, ნამოხვანჰესის პროექტში ცვლილებები შევიდეს.