არა წულუკიანის რეპრესიებს - კულტურის სამინისტროსთან აქცია მიმდინარეობს

21.01.22 15:03
არა წულუკიანის რეპრესიებს - კულტურის სამინისტროსთან აქცია მიმდინარეობს

კულტურის სამინისტროსთან აქცია მიმდინარეობს. ხელოვანები, პოლიტიკოსები და სამოქალაქო აქტივისტები კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის რეპრესიებს აპროტესტებენ. საქმე ეხება ეროვნულ მუზეუმში თანამშრომლების გათავისუფლებას. მუზეუმიდან და წულუკიანმა მრავალწლიანი გამოცდილების მქონე პროფესიონალები სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით გაუშვა. 

აქ ხდება ადამიანების შეფასება არა მათი კომპეტენციისა და არა მათი პროფესიონალიზმის მიხედვით, არამედ იდოლოგირუი შეუსაბამობის გამო. სამსახურიდან ათავისუფლებენ ყველას ვინც იყო სოლიდარული ეროვნული მუზეუმის იდეის და რომელსაც ჰქონდა ხედვა", - ამბობს ეკა კიკნაძე. 

აქციას წინააღმდეგობის მოძრაობაც შეუერთდა, რომელიც რამდენიმე დღის წინ დაარსდა და მასში ოპოზიციური პარტიები გაერთიანდნენ.  

ის პირდაპირ ეუბნება ადამიანებს, რომ შენ მე უნდა დამემორჩილო, თუ არ დამემორჩილები გაგაგდებ. ეს საშიში მოვლენაა, რაც კულტურაში ხდება. კულტურის სფერო არის საფრთხეში, კულტურული მემკვიდრეობა არის საფრთხეში", - ამბობს ელენე ხოშტარია. 

 შეგახსენებთ, პრობლემების კულტურის სფეროში და ეროვნულ მუზეუმშიმას შემდეგ დაიწყო, რაც თეა წულუკიანი კულტურის მინისტრად დაინიშნა. წულუკიანის გადაწყვეტილებით,  ეროვნულ მუზეუმსა და ძეგლტა დაცვის სააგენტოში მასობრივი წმენდა მიმდინარეობს.100-მდე  თანამშრომელი სამსახურიდან გაათავისუფლეს. 

მსგავსი სიახლეები