მოსახლეობის 39% არ აიცრება, 24% "რაღაც დროის" შემდეგ აიცრება - IRI

05.04.21 17:59
მოსახლეობის 39% არ აიცრება, 24% "რაღაც დროის" შემდეგ აიცრება  - IRI

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევის შედეგების მიხედვით, მოსახლეობის 39% არ აიცრება, ხოლო 24% ვაქცინას "რაღაც დროის გავლის" შემდეგ გაიკეთებს.

კვლევის კითხვაზე "მას შემდეგ, რაც Covid-19-ის ვაქცინა ხელმისაწვდომი გახდება და ვაქცინაციის პროცესი დაიწყება, რა იქნება თქვენი გადაწყვეტილება" პასუხები შემდეგნაირად გადანაწილდა:

39% - არ ავიცრები
24% - ავიცრები რაღაც დროის გასვლის შემდეგ
20% - ავიცრები, როგორც კი ვაქცინა ხელისაწვდომი იქნება ჩემთვის
6% - ავიცრები მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კანონი, ან ჩემი დამსაქმებელი აცრას მოითხოვს
1%-ზე ნაკლები - სხვა
12% - არ ვიცი/უარი პასუხზე

 

კვლევა ჩატარდა ,,საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის" სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის, დოქტორ რასა ალიშაუსკინეს მიერ, 2021 წლის 2-26 თებერვლის პერიოდში. საველე სამუშაოები ჩატარდა „IPM“ მიერ. მონაცემები შეგროვდა სტრატიფიცირებული მრავალსაფეხურიანი შემთხვევითი შერჩევის მეთოდის გამოყენებით, პირისპირ ინტერვიუს გზით.

შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს. მონაცემები შესწავლილ იქნა ასაკის, გენდერის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 პროცენტს, გამოპასუხების მაჩვენებელი - 75 პროცენტი. კვლევის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მეშვეობით.

კვლევის სრული შედეგები და ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე

მსგავსი სიახლეები