შშმ პირის წამების საქმეზე ბრალდებული პოლიციელების სასამართლო პროცესი 27 იანვარს, 14:30 საათზე გაიმართება
17 წლის შშმ პირის ცემის საქმე- თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებული პატრულ-ინსპექტორების ნ.ბ. და კ.ბ.-ს პროცესი 2022 წლის 27 იანვარს, 14:30 საათზე გაიმართება.
საქმეს თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის მოსამართლე, მიხეილ ჯინჯოლია, წარმართავს.
დაკავებულ პოლიციელებს ბრალი დღეს წარუდგინეს. პოლიციელ ნუკრი ბაქრაძეს არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე, ხოლო ინციდენტში მონაწილე მეორე პატრულ-ინსპექტორს, კახა ბაკაშვილს, ბრალდება სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვის წარედგინა.
ტვ პირველის ინფორმაციით, ნუკრი ბაქრაძე და მისი თემურ ბაქრაძე, შინაგან საქმეთა სამინისტროში მუშაობის პარალელურად მმართველ პარტიას არჩევნების დროს ამომრჩეველთა ხმების მობილიზებაში ეხმარებოდნენ.
თემურ ბაქრაძე წარსულში ქრთამის აღებისთვისაა ნასამართლევია. ის სისტემიდან წინა ხელისუფლების დროის გაუშვეს, თუმცა უკან ,,ქართულმა ოცნებამ" სწორედ მმართველი პარტიის მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულებს გამო დააბრუნა.
ამ ეტაპზე შშმ პირის წამების საქმეზე დაკავებული პოლიციელები ბრალს არ აღიარებენ და დუმილის უფლებას იყენებენ.