ძალადობა შშმ პირზე - დაკავებული პოლიციელების პროცესი დღეს გაიმართება

27.01.22 10:09
ძალადობა შშმ პირზე - დაკავებული პოლიციელების პროცესი დღეს გაიმართება

17 წლის შშმ პირის ცემის საქმე - თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებული პატრულ-ინსპექტორების პროცესი დღეს, 14:30 საათზე გაიმართება.
საქმეს თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის მოსამართლე, მიხეილ ჯინჯოლია, წარმართავს.

დაკავებულ პოლიციელებს ბრალი გუშინ წარუდგინეს. პოლიციელ ნუკრი ბაქრაძეს არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე, ხოლო ინციდენტში მონაწილე მეორე პატრულ-ინსპექტორს, კახა ბაკაშვილს, ბრალდება სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვის წარედგინა.

არცერთი დაკავებული ბრალს არ აღიარებს.