Netflix-ის შუამდგომლობა ნონა გაფრინდაშვილის სარჩელის გაუქმებაზე კალიფორნიის სასამართლომ არ დააკმაყოფილა

28.01.22 10:05
Netflix-ის შუამდგომლობა ნონა გაფრინდაშვილის სარჩელის გაუქმებაზე კალიფორნიის სასამართლომ არ დააკმაყოფილა

კალიფორნიის სასამართლომ არ დააკმაყოფილა Netflix-ის შუამდგომლობა, რომელიც ქართველი მოჭადრაკის, ნონა გაფრინდაშვილის, მიერ შეტანილი სარჩელის გაუქმებას მოითხოვდა.

Netflix-ი სამართალწარმოების შეწყვეტას ითხოვდა და  ამტკიცებდა, რომ სერიალი  მხატვრულია. აშშ-ის კალიფორნიის შტატის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ვირჯინია ფილიპსი  მოთხოვნას არ დაეთანხმა.

ის ფაქტი, რომ სერიალი გამოგონილია, არ იცავს Netflix-ს ცილისწამებისთვის პასუხისმგებლობისგან,” - ნათქვამია მოსამართლის გადაწყვეტილებაში.

შეგახსენებთ, რომ ქართველმა მოჭადრაკემ, მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონმა, ნონა გაფრინდაშვილმა Netflix-ის წინააღმდეგ სარჩელი გასული წლის სექტემბერში შეიტანა. საქმე ეხება სერიალ „ლაზიერის გამბიტში“  ფრაზას, რომ ნონა გაფრინდაშვილი მამაკაც მოჭადრაკეს არასდროს დაპირისპირებია. 

ქართველი მოჭადრაკე ამერიკული კომპანიისგან ზიანის ანაზღაურების სანაცვლოდ 5 მილიონ დოლარს მოითხოვს.