კორონავირუსმა ახალი ანტირეკორდი მოხსნა - სახელმწიფო პანდემიას ვიდეორგოლებს უპირისპირებს
უპრეცენდენტო კოვიდმონაცემები ქვეყანაში - დღეს კორონავირუსმა ახალი ანტირეკორდი მოხსნა. დელტა და ომიკრონის შტამი ქვეყანაში უკონტროლოდ ვრცელდება.
სპეციალისტები ხელისუფლების უუნარობაზე საუბრობენ, მათი თქმით, იმის ნაცვლად, რომ ოჯახის ექიმები გადაემზადებინათ, პანდემიას ვიდეოკლიპებს უპირისპირებს.
ამ დროსითვის ქვეყანაში 2500-მდე ოჯახის ექიმის რეგისტრირებული, რაც ინფიციტირების მაჩვენებელთან შედარებით ძალიან მციორეა. არის შემთხვევები, როცა კორონავირუსს მოქალაქე ისე ამარცხებს, რომ მასთან ოჯახის ექიმს ერთხელაც კი არ დაურეკავთ.
არანაირ ვიდეო-რგოლებს არ დავამზადებდი და ამ თანხას დავხარჯავდი ოჯახის ექიმების ტრეინინგზე. ის კი არა ონლაინკლინიკები რომ გახსნეს, უაზრობაა ვერ მუშაობს. ერთ ექიმზე რომ 50 პაციენტი მოდის, რა შეწდეგზე უნდა ვისაუბროთ? არც გეგმა, არც სტრატეგია და არც ხალხი ჰყავთ, ვისაც შეუძლია, რაღაც განახორციელონ იმისთვის, რომ ეს ეპიდემია ასე არ გვირტყამდეს"- თქვა ვატო სურგულაძემ.