პოლიციელის ძალადობა შშმ პირზე - ოქროს მოწმე ამბიბს, რომ ემუქრებიან

29.01.22 15:03
პოლიციელის ძალადობა შშმ პირზე - ოქროს მოწმე ამბიბს, რომ ემუქრებიან

ახალგაზრდა, რომელმაც მეტრო "ისანში" პოლიციელების მიერ სმენადაქვეითებული ბიჭის ცემის კადრები გადაიღო, ამბობს, რომ ემუქრებიან. გიორგი ჯოჯიშვილის თქმით,სამოქალაქო ფორმაში გადაცმული პირები დახვდნენ დაემუქრნენ.

მისი განცხადებით, ინცინდენტი საქალაქო სასამართლოს ეზოში, ხმაურიანი სხდომის დაწყებამდე მოხდა. 

იყვნენ სამოქალაქო ტანსაცმლით, მითხრეს, რომ დიდხანს ვერ იპარპაშებო. კომუნიკაცია არ გაუგრძელებიათ, არ შევსულვარ. შევედი სასამართლოში და ჩემს მეგიბარს დაველოდე. ეს არის მუქარა, ამ სიტყვებში კარგი არაფერი დევს, შეეცდებიან, რაღაცა ხერხით ჩამიგდონ ხელში"- ამბობს თვითმხილველი. 

ჯოჯიშვილი აცხადებს, რომ მუქარა თუ განმეორდა, ის სამართლებრივ დავას დაიწყებს.  

პოლიციელის მხროდან შშმ პირზე ძალადობის შემზარავი კადრები "ტვ პირველმა" გაავრცელა. ვიდეოში ჩანს, როგორ ურტყამს გამეტებით ნუკრი ბაქრაძე 17 წლის ლეონს, რომელიც განსაკუთრებული საჭიროების პირია. 

კახა ბაკაშვილი კი კოლეგის სისასტიკეს მშვოდად უყურებს და კანონით დსაკისრებულ მოვალეობას არ ასრულებს. 

კადრებში ასევე ნათლად ჩანს, როგორ აჰყავთ სამართალდამცავებს ახალგაზრდა კაცი ესკალატორზე. შშმ პირის მეგობარი პოლიციელს აფრთხილებს, რომ “ის ყრუა და ხელი გაუშვას”, რაზეც სამართალდამცველი პასუხობს:

“რომ ავალაპარაკო ახლა?” და აგრძელებს მოქალაქის ცემას.

მომხდარ ფაქტზე  გამოძიება ინსპექტრის სამსახურმა დაიწყო. საზოგადოებრივი პროტესტის ფონზე, შსს-მ  ოროივე პოლიციელი დააკავა.