თბილისში დღეიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტის ახალი სამგზავრო ტარიფები ამოქმედდება
მერიის გადაწყვეტილება ძალაში შედის - დღეიდან დედაქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტის ახალი სამგზავრო ტარიფები ამოქმედდება. ტრანსპორტით ერთჯერადი (90-წუთიანი) მგზავრობის საფასური ორმაგდება და 50 თეთრის ნაცვლად, 1 ლარი ეღირება. ასევე, ფასდაკლებისთის ფასდაკლებისთვის მერიის აბონიმენტები იმოქმედებს:
- ულიმიტო 90-წუთიანი ბარათი 1 ლარი ეღირება.
- ულიმიტო 1-დღიანი ბარათი 3 ლარი ეღირება;
- ულიმიტო 1-კვირიანი ბარათი 20 ლარი ეღირება;
- ულიმიტო 1-თვიანი ბარათი 40 ლარი ეღირება;
- ულიმიტო 3-თვიანი ბარათი 100 ლარი ეღირება;
- ულიმიტო 6-თვიანი ბარათი 150 ლარი ეღირება;
- ულიმიტო1-წლიანი ბარათი კი 250 ლარი ეღირება.
ამის გარდა, ერთჯერადად გადახდის შემთხვევაში, მოქალაქეებს საბანკო ბარათების გამოყენება უწინდებურად შეეძლებათ. ასევე, ძალაში რჩება ყველა საშეღავათო ბარათი.