სამგზავრო ტარიფი გაორმაგდა - კალაძის გადაწყვეტილებაში ექსპერტები კორუფციულ ნიშნებს ხედავენ
მუნიციპალური ტრანსპორტით მზგავრობაში მოსახელობა დღეიდან გაორმაგებულ ტარიფს იხდის. თბილისის მერის მიერ შეთავაზებულ აბონიმენტების შეძენას კი მოსახლეობის დიდი ნაწილი უკიდურესი გაჭირვების გამო ვერ ახერხებს. აბონიმენტის გარეშე კი მოქალაქეებს მგზავრობის საფასური უორმაგდებათ.
სატრანსპორტო სფეროს ექპრტები კორუფციულ გარიგებაზე საუბრობენ.
თბილისის მერს ჰქონდა არჩევანი ან მოეხდინა რეორგანიზაცია თბილისის სატრანსპორტიო კომპანიაში, რაც თავისთავად გულისხმობდა პარტიული და ნეპოტისტური ნიშნით დასაქმებული ადამიანების გათავისუფლებას, ან გაეზარდა ტარიფი მოსახლეობისთვის, როგორც ჩანს, მან არჩევანი გააკეთა მოსახლეობისგან დამატებითი თანხის ამორებაზე. ჩვენ გვაქვს მოცემულობა ქვეყანაში, როდესაც ძვირდება საწვავი ანუ ადამიანები ვეღარ აძლევენ თავს იმის საშუალებას, რომ პირადი ავტომობილით გადაადგილდნენ. შესაბმისად, საწვავის გაძვირება იწვევს სატაქსო მომსახურების გაძვირებასაც. გაიზარდა მუნიციპალური ტრანსპორტის ფასი და შემცირდა მისი რაოპდებნობა. ეს სატრანსპორტო პოლიტიკა, რომელიც არის დღეს თბილისის მერის მიერ შერჩეული, საბოლოო ჯამში ჩვენ მიგვიყვანს სერიოზულ კრიზისამდე, - ამბობს "ანტიკორუფციული მოძრაობის" თავმჯდომარე, ვასილ ურუშაძე.
საზოგადოების უკმაყოფილების მიუხედავად, კახა კალაძე მაინც ამტკიცებს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება მოქალაქეებისთვის შეღავათს წარმოადგენს.
დღეინდა უკვე შემოვიდა სააბონიმენტო სისტემა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია. 15 ათასამდე აბონიმენტი არის გაყიდული, თუმცა ეს რიცხვები ყოველდღიურად იცვლება, რა თქმა უნდა, არსებობს სხვადასხვა პაკეტი. თუ რამდენად ხშირად მგზავრობს ადამიანი, ამის მიხედვით არის დათვლილი პაკეტები. აუცილებელი არ არის ასევე ჰქონდეს აბონიმენტი, მეტრომანები რჩება ძალაში და ერთჯერადი მგზავრობის შესაძლებლობაც აქვთ. ის თანხები, რომელიც მათ მეტრომანებზე ჰქონდათ დარიცხული, ჩვეულებრივად მომავალშიც შეუძლიათ გამოიყენონ, - განაცხდა დედაქალაქის მერმა.