კახეთში მკვლელობაში ბრალდებულის სახლი დაწვეს? - რა მოხდა ჯუგაანში

01.02.22 14:38
კახეთში მკვლელობაში ბრალდებულის სახლი დაწვეს? - რა მოხდა ჯუგაანში

სოფელ ჯუგაანში, მკვლელობაში ბრალდებული მამუკა მოკვერაშვილის საცხოვრებელ სახლს, წუხელ, გვიან ღამით ცეცხლი გაუჩნდა.

ხანძრის გაჩენის სავარაუდო მიზეზად შურისძიება სახელდება. შემთხვევის შედეგად, არავინ დაშავებულა.

პოლიციამ ხანძრის გაჩენის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

გამოძიების ინფორმაციით, 42 წლის მამუკა მოკვერაშვილმა, მეზობელი, 68 წლის ქალი ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღით მოკლა. მას ბრალი გუშინ ოფიციალურად წაუყენეს.