"ჩემი ჯანმრთელობა შენს ხელშია" - აქცია ჯანდაცვის სამინისტროსთან

01.02.22 15:56
"ჩემი ჯანმრთელობა შენს ხელშია" - აქცია ჯანდაცვის სამინისტროსთან

"ჩემი ჯანმრთელობა შენს ხელშია" - ჯანდაცვის სამინისტროსთან ამ წუთებში აქცია მიმდინარეობს. ადგილზე შეკრებილმა   ჯანდაცვის მინისტრს, ზურაბ აზარაშვილს შეუსრულებელ პირობა შეახსენეს.  დიაბეტის  მქონე მოქალაქეებს, ჯანდაცვის სამინისტრო სპეციალური მოწყობილობის  ჩამოტანას დაპირდა, რომელიც სისხლში გლუკოზის დონეს სენსორების მეშვეობით განსაზღვრავს.

ამ დრომდე გლუკოზის დონის გაზომვა ქვეყანაში ნემსის მეშვეობით  ხდება, რაც მცირეწლოვანი ბავშვებისთვის უმძიმესი პროცედურაა. ამის გარდა, კვლევის  ეს მეთოდი არაზუსტი და არასანდოა.

ამ ეტაპისთვის ჩვენი ძრითადი მოთხოვნაა, რომ მონიტორინგი ჩატარდეს უფრო აქტიურად ჩვენი შვილების. ასევე, ცატარდეს ტენდერი, რომლისთვისაც ჩვენ ძალიან ბევრი ვიბრძოლეთ, რომ თანხმობა მიგვეღო სახელმწიფოსგან. გამოიყო თანხები, იანვარში დაგვპირდნენ, რომ შეიძნედნენ აპარატს, მაგრამ დღემდე პასუხი არ გვაქვს, არანაირი ტენდერი არ ჩატგარებულა, - ამბობს აქციის ერთ-ერთი მოქალაქე.