12 გაძარცვული სახლი და მიტაცებული 8 000 ევრო - საფრანგეთში საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს
საფრანგეთში ძარცვის ბრალდებით საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს. ადგილობრივი მედიის ცნობით, დაკავებულებმა ბოლო ერთ თვეში მინიმუმ 12 სახლი გაძარცვეს.
სამართალდამცველებმა ჩხრეკისას ამოიღეს სავარაუდოდ ნაძარცვი ნივთები, რომლებიც 8 ათასი ევროს ღირებულებისაა.
ქართველები წინასწარი დაკავების იზოლატორში არიან მოთავსებული. სასამართლო 11 მარტს არის ჩანიშნული.