ვინ გადაწვა პენსიონერი ქალის მკვლელობაში ბრალდებულის სახლი? - პოლიცია დამნაშავეს ეძებს
ამ დრომდე უცნობია, ვინ გადაწვა პენსიონერი ქალის მკვლელობაში ბრალდებულის სახლი. კახეთში სამართალდამცავები დამნაშავეებს ამ დრომდე ეძებენ. მეზობლები გუშინ გაჩენილი ხანძრის შესახებ ინფორმაციას არ ავრცელებენ. აცხადებენ რომ არც ისი იციან, ვინ გამოიძახა ადგილზე სამაშველო სამსახური. მათი ნაწილის თქმით, ხანძარი შესაძლოა, ელექტროსადენებს გამოეწვია, თუმცა "პირველების" ინფორმაციით, სახლში სადაც დაკავებული ცხოვრობდა, ელექტროენერგია საერთოდ არ იყო შეყვანილი.
78 წლის ქალის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული კაცის მამუკა მოკვერაშვილის საცხოვრებელ სახლში ხანძარი გვიან რამით გაჩნდა, დამწვარია ორსართულიანი შენობის სახურავი, კარ- ფანჯარა და განადგურებულია საყოფაცხოვრებო ნივთები.
ხანძრის გაჩენის სავარაუდო მიზეზად შურისძიება სახელდება. "პირველების" გადამღები ჯგუფი ადგილობრივ პოლიციაში იმყოფებოდა, თუმცა პოლიცია კომენტარს არ აკეთებს.
სახლის გადაწვასთან ყოველგვარ კავშირს უარყოფენ მოკლული ქალის ოჯახის წევრები.