ქვეყანა პროტესტმა მოიცვა - მოქალაქეები გაძვირებულ ცხოვრებას აპროტესტებენ

02.02.22 13:01
ქვეყანა  პროტესტმა მოიცვა - მოქალაქეები გაძვირებულ ცხოვრებას აპროტესტებენ

ქვეყანა პროტესტის ტალღამ მოიცვა. მოქალაქეები თბილისსა და რეგიონებში საწვავსა და პროდუქტებზე ფასების ზრდას აპროტესტებენ. თბილისში საპროტესტო აქცია როსტომ მეფის ქუჩაზე, "ქართული ოცნების" ოფისთან ამ წუთებში მიმდინარეობს. ადგილზე არიან სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიციის წარმომადგენლებიც. 

ხელისუფლება არ აკეთებს არაფერს, რომ ხალხი ამ ქვეყანაშ არ შიმშლობდეს. პირიქით, აქ აახდინეს რუსული ოცნება „საქართველო ქართველების გარეშე“ და ვნახეთ ჩვენ კვლევა, სადაც საქართველო ბანგლადეშის, სირიის, ერაყოს გვერდით არის. შევიკრიბებით მანამ, სანამ ბიძნა ივანიშვილის ოლიგარქიული რეჟიმი არ მოშორდება ამ ქვეყანას, - ამბობს თბილისის საკრებულოს წევრი „ნაციონალური მოძრაობისდან“ ირაკლი ნადირაძე.

ფასების ზრდას აპროტესტებენ ქუთაისშიც. 

ჩვენ ვაპროტესტებთ გაძვირებულ ცხოვრებას, ფასებს, იმას, რმ უამრავი ქუთაისელი ახლა შიმშილობს და საკუტარი შემოსავლით ვერ ახერხებს აი, ამ პროდუქტების ყიდვას. ჩვენ ვამბობთ მარტივ რამეს, რომ ქუტაისელები შმშლობენ იმის გამო, რომ  მაგალითად, წიწიბურა, რომელიც შარშან 3 ლარი ღირდა და ერთი კილო შეიძლებოდა გეყიდა, დღეს შეიძლება მხოლოდ 500 გრამი იყიდო. თურმე 20 და 21 წლებშ სუბსიდირება ხდებოდა აი, ამ დენის და გაზის ტარიფის და ახლა ქუთაისელებს დენი და გაზი რომ ჩაეჭრებათ გადაუხდელობის გამო, ბედნიერებით უნდა გათბეს, რომ მაგალიტად ზვიად შალამბერიძე სითბოში ზის და 20 და 21 წელს 2 და 3 თეთრით სუბსიდირებას აკეთებდნენ ამ ტარიფის, - ამბობს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, გიგა შუშანია. 

დილით მოქალაქეებმა "ტვ პირველის" ეთერიდან გაიგეს, რომ საწვავი კიდევ უფრო ძვირდება, რასაც ავტომატურად სხვა პროდუქტების ფასების ზრდაც მოჰყვება.

მსგავსი სიახლეები