სისხლიანი დაპირისპირება გორში - შვილის დაჭრაში ბრალდებული მამა პატიმრობაში რჩება
შვილის დაჭრაში ბრალდებული მამა პატიმრობაში რჩება. 82 წლის კაცის აღკვეთ ღონისძიებაზე გორის სასამართლომ დღეს იმსჯელა.
დაჭრილი 47 წლის მამაკაცი კი ამ დრომდე რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული და სიკვდილს ებრძვის.
ექიმების შეფასებით დაჭრილის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. შვილის მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, 82 წლის მამაკაცი ორი დღის წინ დააკავეს. არსებული ინფორმაციით, მოხუცმა ვაჟიშვილს სამზარეულოს დანით 30-ზე მეტი ჭრილობა მაშინ მიაყენა, როცა გიგიტა მეგრელიშვილს ეძინა.