ჟურნალისტი ბუბა ჩივაძე მოძალადე პოლიციელების წინააღმდეგ გამოძიების დაწყებას ითხოვს

06.04.21 11:51
ჟურნალისტი ბუბა ჩივაძე მოძალადე პოლიციელების წინააღმდეგ გამოძიების დაწყებას ითხოვს

ქუთაისის მერიის შენობაში დაკავებული ჟურნალისტი პოლიციელების წინააღმდეგ გამოძიების დაწყებას ითხოვს. ბუბა ჩივაძე სამართალდამცველებს ძალადობაში ადანაშაულებს. მისი თქმით, პერსონალური ინსპექტორი მას უკვე დაუკავშირდა.

ბუბა ჩივაძე ამბობს, რომ  ქუთაისის მერიას ქალაქის მერის ნაცვლად მისი ცოლი და ცოლის დაქალები მართავენ. სწორედ ამ გარემოებამ შეაშინა  იოსებ ხახალეიშვილი, როდესაც ჟურნალისტმა მასთან შეხვედრა ითხოვა. 

ქუთაისი მერიას დღეს ქალაქის მერი არ მართავს, ამას მართავს მისი ცოლი, ცოლის დაქალები, სიდედრი, დედამისი, მამამისი და მისი შვილები. მის ცოლს, მისი ცოლის დაქალებს მიერ რომ რამდენიმე მოქალაქე თვითმკვლეობამდე არიან მიყვანილი და რა მდგომარეობაში აგდებენ, ჩაუწერეს ქალაქის მერს ეს საუბარი და ყველა ჩანაწერი ჩემს ხელშია და გავასაჯაროვებ, იფიქრა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით მივდიოდი და იძლებული გახდა, რომ გაენეიტრალებინა.
არ არსებობს არცერთი ნორმატიული აქტი, რომ ჟურნალისტს ეკრძალება ქუთაისის მერიაში გადაადგილება. ჩენ არ ვიყავით ინფორმირებული ამ ახალ რეგულაციასთან დაკავშირებით, რომელიც ქუთაისის მერიამ დააწესა,
- ამბობს ჩივაძე.

ჩივაძე პოლიციამ  ძალის გამოყენებით მას შემდეგ დააკავა რაც ჟურნალისტმა ქუთაისის მერის კაბინეტთან შიმშილობა გამოაცხადა. მოგვიანებით პოლიციის განყოფილებიდან ჩივაძე ხელწერიულით გაათვისუფლეს. გამოძიება მას პოლიციელის კანონიერი ბრძანებისადმი დაუმორჩილებლობას ედავება.
 

მსგავსი სიახლეები