სკანდალი მერიაში - "თბილისის სატრანსპორტო კომპანიის" თანამშრომლებს პატიმრობა შეეფარდათ
სკანდალი მერიაში - შპს ,,თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ ოთხი თანამშრომელს პატიმრობა შეეფარდათ. გადაწყვეტილება მოსამართლემ ცოტა ხნის წინ გამოცხადა. სასამართლო პროცესზე ბრალდებულებმა დუმილის უფლებით ისარგებლეს.
დაკავებულებს გამოძიება 2 ათას 300 ლარის ქრთამის აღებას ედავება. საქმეში აუდიო და ვიდეო მტკიცებულებები დევს. ირკვევა, რომ საქმე ბაზაზე სუსის მიერ შეგზავნილი აგენტის დახმარებით გახსნეს.
ქრთამის აღების და თაღლითობის მცდელობის ფაქტზე შპს ,,თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ ოთხი თანამშრომელი ორი დღის წინ დააკავეს. დაკავებულები N2 ავტობაზის ხელმძღვანელი გიორგი მეშველიანი და სამი რიგითი თანამშრომელი: დავით შარაშენიძე, ბექა ზარდიაშვილი და გაიოზ სანთელაძე არიან.