ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმე - პროკურატურამ უმნიშვნელოვანესი მოწმე გააქრო

04.02.22 20:33
ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმე - პროკურატურამ უმნიშვნელოვანესი მოწმე გააქრო

საზარელი მკვლელობის საქმის ხმაურიანი გაგრძელება - ერთადერთი მოწმე, რომელიც ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმეში ბუსა ჟვანიაზე ლაპარაკობდა, სასამართლოში აღარ დაიკითხება. ადამიანი, რომელიც ამბობდა, რომ კვარაცხელიას მოკვლის შემდეგ ბრალდებულებმა მისი ტელეფონიდან ჟვანიასთან დარეკეს, დღევანდელ პროცესზე მოწმეების სიიდან ამორიცხეს.

დღევანდელ პროცესზე ტაქსის მძძღოლს სასამართლოსთვის უნდა მიეწოდებინა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ ვის და რაზე ეუსაბრობდნენ ბრალდებულები ავტომობილში, თუმცა ვლადიმერ არუთიოვმა ეს ვერ მოახერხა. ბრალდებულების ადვოკატებმა მოწმეების ჩვენებები უდავოდ სცნეს. აღნიშნულს დაეთანხმა როგორ მოსამართლე, ასევე პროკურორი. არადა, სწორედ არუთინოვია ის ოქროს მოწმე, რომლის ავტომობილითაც ბრალდებულები  მკვლელობის შემდეგ   გადაადგილდებოდნენ.

ის, რომ ბრალებულებმა ტაქსის მძღოლის ტელეფონიდან სწორედ ბუას ჟვანიას დაურეკეს, მობილური ტელეფონიდა ამოღებული ზარებიც  ადასტურებს.