23 134 ახალი შემთხვევა და 33 გარდაცვლილი - კოვიდსტატისტიკა
ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსს კიდევ 33 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. გამოვლინდა 23 134 ახალი შემთხვევა.
დღე-ღამის განმავლობაში ჩატარდა 76 205 ტესტი.
დადებითობის დღიური მაჩვენებელი 30.36%-ია, ბოლო 14 დღის მაჩვენებელი - 26.16%, ხოლო 7 დღის - 29.28%.
ოფიციალური ინფორმაციით, საქართველოში კოვიდ 19-ის გამოვლენიდან დღემდე 1 295 505 შემთხვევადა დასტურდა, გარდაიცვალა 15 174 ადამიანი.