კორონავირუსის რეკორდული მატება - კასპში საპოლიციო კონტოლი გამკაცრდა
კასპის რაიონში საპოლიციო კონტოლი გამკაცრდა - მიზეზი კოვიდინფიცრებულთა რაოდენობის მატებაა. სამ სოფელში უკვე რამდენიმე დღეა, პოლიციის საგუშაგოებია განთავსებული და მოსახლეობა ადგილზე შესვლას მხოლოდ თერმოსკრინინგის გავლის შემდეგ ახერხებს. კასპის რაიონის სამ სოფელში: იგოეთში, ქვემოჭალასა და სამთავისში- დაკეტილია სკოლები და ბაგა-ბაღები.