დადიანების სასახლის ეზოდან ბრინჯაოს ქანდაკება მოიპარეს
ზუგდიდში, დადიანების სასახლის ეზოდან ბრინჯაოს ქანდაკება მოიპარეს. თანამშრომლებმა დღეს დილის აღმოაჩინეს, რომ “კოლხი ქალის” ქანდაკება ადგილზე არ იყო, რის შემდეგაც პოლიცია გამოიძახეს. მომხდარზე საგამოძიებო მოქმედებები დაწყებულია. მუზუემის ინფორმაციით, ქანდაკება ადრეც ბევრჯერ დააზიანეს.