„უჩინარი მანიაკი“, რომელიც ასაკიან ქალებს აუპატიურებდა, ქართულმა ოცნებამ ამნისტიით გამოუშვა

05.02.22 21:24
 „უჩინარი მანიაკი“, რომელიც ასაკიან ქალებს აუპატიურებდა, ქართულმა ოცნებამ ამნისტიით გამოუშვა

"ქართული ოცნების" ამინისტიის შედეგი:  შეწყალებულმა პირმა მასწავლებელი მოკლა - სოფელ ჯუგაანში მომხდარი შემზარავი დანაშაულის შესახებ "ნოდარ მელაძის შაბათის" გამომძიებელმა ჟურნალისტმა, მარიამ გაფრინდაშვილმა ახალი დეტალების გარკვევა შეძლო. 

ირკვევა, რომ 64 წლის სკოლის მასაწავლებელი საკუთარ დაბადების დღეზე, მიმდინარე წლის 29 იანვარს მოკლეს. ლეილა ბეგიაშვილის  მკველობის მოტივი სავარუდო სექსუალური ძაალდობის მცდელობა  გახდა. სასტიკ დანაშაულში ბრალდბული მისი კარის მეზობელია. 43 წლის მამუკა მოკვერაშვილი წლების განმავლობაში სასჯელს გაუპატიურების ბრალდებით იხდიდა და  ციხე  "ქართული ოცნების" ამნისტიის გამო ვადაზე ადრე დატოვა.

პირველმა, ვინც მოკლული ლეილა ბეგიაშვილი  იპოვა,   მისი 89 წლის  მეუღლე იყო. მეზობლიდან სახლში დაბრუნებულ პენსიონერ კაცს  ცოლის   ცხედარი პირადპირ  მისაღებ ოთახში დახვა, ქალი სისხლისგან იყო დაცლილი. მას 20-მდე ჭრილობა აღენიშნებოდა. 

მკველობაში ბრალდებული, მამუკა მოკვერაშვილი ამ სოფელში პირველად სამი წლის წინ გამოჩნდა, მან მოკლული სკოლის მასწავლებლის გვერდით კერძო სახლი იყიდა და პერიოდულად იქ ღამოს გასატევად რჩებოდა. მკვლელობის დღეს ის სავარუდოდ მასწვალებელს უთვალთვალებდა,როდესაც ქალი  მარტო დარჩა, მის საცხოვრებელ სახლში სათადარიგო კარიდან შევიდა.

საგამოძბეო უწყება ამტკიცებს, რომ ლელილა ბეგიაშივლის მკველობის მოტივი მეზობლებს შორის კონფლიქტი გახდა, თუმცა ამ ვერსიის ოჯახს არ სჯერა. მოკლული ქალის შვილი აცხადებს, რომ  ბრალდბულეთან  კონფლიქტი არასდროს ჰქონიათ. ოჯახი კატეგორიულად გამორეიცხავს ძარცვის მოტივსაც.

ერთ-ერთი ვერსიით, წარსულში გაუპატიურების ბრალდებით გასამართლებული მამუკა მოკვერაშვილი მასწავლებლის სახლში სექსუალური ძალადობის მიზნით შევიდა. 64 წლის პენსიოენრმა მას წინააღმდეგობა გაუწია, ბრალდბულმა კი მისი  გაგუდვა სცადა. ქალი თავდაცვას ცდილობდა რა დროსაც ბრალდბულმა სამზარეულოს დანით მას ათობით ჭრილობა მიაყენა.

გახდა თუ არა სექსუალური ძალაოდბის მსხვერპლი სკოლის მასწავლებელი ამ კითხვას საბოლოო  პასუხი ექპრეტიზამ უნდა გასცეს, თუმცა მამუკა მოკვერაშვილისთვის პენისონერზე ძალადობის ეს პირველი შემთხევა არ იქნება.

43 წლის კაცი სასჯელს გაუპატიურების ბრალდბით 2-ჯერ იხდიდა, თუმცა ციხე ორივეჯერ ვადაზე ადრე დატოვა.

პირველად მამუკა მოკვერაშვილის მსხვერპლი 2004 წელს მწყემის ქალი გახდა, ის მოკვერაშვილმა ფერმაში გააუპატიურა და უძიმესი დაზინებები მიაყენა,თუმცა ციხე 5 წელიწადში ვადაზე ადრე დატოვა.

ციხის დატოვების შემდეგ სექსუალური მოძალადის სამიზნე სოფელ ყარათში  კიდევ  ერთი პენსიოენრი გახდა. მამუკა მოკვერაშვილის დანაშაულებრივი ქმდება აქ არ დასრულებულა-მან მალევე ახლი მსხვერპლი სოფელ ხორნაბუჯში შეარჩია. მეზობელი 80 წლის პენსიონერი, რომელსაც უთვალთაველბდა 2010 წელს საკუთარ სახლში ჯერ წერაქვით ცემა შემდეგ კი მასზე სექსუალურად იძალადა. სასტიკი ძალადობის შმედეგ  პენსიონერმა სოფელი სამუდამოდ დატოვა.

მამუკა მოკვერაშვილი კი ახლა ცხიეშია, საზარელ მკველოაბში ბრალდბულმა დანაშაული პირველ სამსართლო პროცესზე აღიარა, თუმცა არ ამბობს მოტივს რატომ გაიმეტა 64 წლის ქართულის მასწვალებელი მოსაკლავად.

მამუკა მოკვერაშვილს ახლა გისოსებს მიღმა 15 წლის გატარება მოუწევს, თუმცა ეს მუხლი მოკლულის ოჯახისთვის საკმარისი არ არის, მოკლული მასწავლებლის შვილი სექსულური მძლადის ციხეში უვადოდ გაშვებას ითხოვს.